ქუთაისში, სამტრედიის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

თვითმხილეველების ინფორმაციით, დაზიანებულია სამი ავტომობილი. 3 პირი კი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

"ერთი ავტომობილი დაეჯახა მეორეს, მეორე კი მესამეს. თან ადგილზე გზაჯვარედინია და შეიქმნა კოლაფსი. 3 პირი მსუბუქად დაშავდა. სერიოზული არაფერია",- აცხადებს თვითმხილველი.

"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.