ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში არსებულ აუტანელ სუნთან დაკავშირებით მყარი ნარჩენების მართვის კომპანია განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის განმარტებით, ნიკეას ნაგავსაყრელზე ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც თან ახლავს დისკომფორტი და არასასიამოვნო სუნის გავრცელება.
კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას და აცხადებს, რომ სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდება, რაც პრობლემას საბოლოოდ აღმოფხვრის.