ქუთაისში ძველი წელთაღრიცხვის მე-14, მე-13 საუკუნეების ისტორიული ნაშთები აღმოაჩინეს.

ამის შესახებ "მეგა ტვ"-ის პირდაპირ ეთერში ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა როლანდ ისაკაძემ განაცხადა.

აღმოჩენილი ნაშთები იმ ეპოქას მიეკუთვნება, რომელსაც საისტორიო ტრადიცია კოლხეთში ბერძენი არგონავტების მოგზაურობას უკავშირებს.