ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში სახლი დაიწვა. შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობა გახდა.

ადგილობრივების თქმით, გოდერძი ბუიძის ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, რადგან  შენობა მთლიანად დამწვარია და ვერცერთი ნივთი ვერ გადაარჩინეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

"მსგავსი შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ასეთ დროს გაერთიანდეს და საბრალო მდგომარეობაში მყოფ ოჯახს გვერდში დაუდგეს. დახმარების სურვილის მქონე პირებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი:
GE07BG0000000528137748
პირადი ნომერი: 41001031376

მიმღები: მარიეტა ბუიძე",- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.