პარლამენტმა უკვე მხარი დაუჭირა 2026 წლის ბიუჯეტს, რომლითაც საჯარო სექტორში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურებები 10%-ით, 3.4 მილიარდ ლარამდე იზრდება.

2026 წლიდან პრემიერის წლიური ხელფასი 192,000 ლარი გახდება, რაც წლიურად 16,800 ლარის მატებას შეადგენს. მინისტრის წლიური ხელფასი 163,200 ლარამდე გაიზრდება (ზრდა 14,280 ლარი), დეპუტატის ხელფასი კი 153,600 ლარამდე (ზრდა 13,440 ლარი).

2026 წელს უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურებები ასე განისაზღვრება:

პრეზიდენტი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 192 000 ლარი; ნაზრდი: 16 800 ლარი

პრემიერ-მინისტრი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 192 000 ლარი; ნაზრდი: 16 800 ლარი

მინისტრი – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 163 200 ლარი; ნაზრდი: 14 280 ლარი

მინისტრის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 7.5; წლიური ხელფასი: 144 000 ლარი; ნაზრდი: 12 600 ლარი

მინისტრის მოადგილე – კოეფიციენტი: 7.25; წლიური ხელფასი: 139 200 ლარი; ნაზრდი: 12 180 ლარი

პარლამენტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 192 000 ლარი; ნაზრდი: 16 800 ლარი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 9.2; წლიური ხელფასი: 176 640 ლარი; ნაზრდი: 15 456 ლარი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 9; წლიური ხელფასი: 172 800 ლარი; ნაზრდი: 15 120 ლარი

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.6; წლიური ხელფასი: 165 120 ლარი; ნაზრდი: 14 448 ლარი

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 8.3; წლიური ხელფასი: 159 360 ლარი; ნაზრდი: 13 944 ლარი

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.2; წლიური ხელფასი: 157 440 ლარი; ნაზრდი: 13 776 ლარი

პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 163 200 ლარი; ნაზრდი: 14 280 ლარი

პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.1; წლიური ხელფასი: 155 520 ლარი; ნაზრდი: 13 608 ლარი

პარლამენტის წევრი – კოეფიციენტი: 8; წლიური ხელფასი: 153 600 ლარი; ნაზრდი: 13 440 ლარი

https://bm.ge/