ცაგერის საკრებულოში ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. 

პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარუდგინა.

8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო სამს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“.