მოქალაქეების თქმით, განახლებული პასპორტების აღების შემდეგ, იუსტიციის სახლიდან ურეკავენ და ეუბნებიან, რომ დოკუმენტი ხარვეზიანია და უნდა ამოცვალონ.
"გაუმარჯოს. გუშინ გერმანიის რეისზე არ გამიშვეს. უფრო სწორად დღეს. პასპორტი დაიტოვეს ქუთაისის აეროპორტში. პრობლემების შესახებ რომ ვიკითხე, პასუხად მივიღე ახალთახალი პასპორტია და რაღაცაა შეცვლილიო. ზოგადად პასპორტებშიო ხოდა. მართლაც რამდენიმე დღის აღებული იყო პასპორტი..." - წერს მოქალაქე Facebook-ჯგუფში "მოგზაურთა კლუბი"
"გამარჯობა, ავიღე ახალი პასპორტი ორი კვირის წინ, ხვალ მაქვს ფრენა, ჩექინი გავიარე ჩვეულებრივ, მაგრამ მირეკავს იუსტიციის სახლის თანამშრომელი და მეუბნება, რომ პასპორტი არის დახარვეზებული და უნდა ამოვცვალო, ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რაიმე პრობლემა ხომ არ შეიქმნება აეროპორტში? პ.ს იუსტიციაში მეუბნებიან, რომ შევძლებ გაფრენას უპრობლემოდ მაგრამ შემდეგ აუცილებლად უნდა ამოვცვალო, ვენდო მათ ნათქვამს? თუ უნდა ვინერვიულო", - წერს კიდევ ერთი მოქალაქე.
იუსტიციის სახლმა ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო.