მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

Tata’s Art Hub ქუთაისში დაინტერესებულ პირებს არტ თერაპიას და სადღესასწაულო და თემატურ მასტერკლასებს სთავაზობს

Tata’s Art Hub ქუთაისში დაინტერესებულ პირებს არტ თერაპიას და სადღესასწაულო და თემატურ მასტერკლასებს სთავაზობს

თათა კაჭკაჭიშვილის არტ სახელოსნო Tata’s Art Hub დაინტერესებულ პირებს სთავაზობს არტ თერაპიას და სადღესასწაულო და თემატურ მასტერკლასებს დეკუპაჟის, ჰაერზე შრობადი თიხის და თექის გამოყენებით.

არტ სახელოსნოში შეისწავლიან ხატვას, პოლიმერული თიხით ძერწვას, გამოყენებითი ხელოვნების ნივთების შექმნას, გობელენის, ფარდაგის და ხალიჩის ქსოვას.

მოკლე და ხანგრძლივი კურსები წინასწარი შეთანხმებით დაიგეგმება ბავშვებისთვის 6 წლის ასაკიდან, მოზარდებისთვის და ზრდასრულებისთვის.

Tata’s Art Hub-ში შესაძლებელია სასურველი სადღესასწაულო დღეების დაგეგმვა, სპეციალურად ამ დღისთვის შედგენილი მასტერკლასის გავლა და დროის საინტერესოდ და სახალისოდ გატარება.

Tata’s Art Hub-ში შეიძენთ ხელნაკეთ ნივთებს და გამოყენებითი ხელოვნების ნივთების შესაქმნელად საჭირო მასალებს.

არტ სახელოსნო Tata’s Art Hub მდებარეობს ქუთაისში, წერეთლის 41–ში.

შექმენი შენი არტი, გააზიარე შთაბეჭდილება!

რეგისტრაცია შესაძლებელია:

https://www.facebook.com/tata.kachkachishvili.3

ან  https://www.facebook.com/profile.php?id=100070136678865

კომენტარები