მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მასშტაბური სკოლა – ბიზნესის ფორუმი გაიმართა

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მასშტაბური სკოლა – ბიზნესის ფორუმი გაიმართა

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მასშტაბური სკოლა – ბიზნესის ფორუმი გაიმართა.

სკოლა – ბიზნესის ფორუმის მსვლელობისას იმერეთის სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტების გამოფენა გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ უფროსკლასელ მოსწავლეებს და მათ მიერ შექმნილი პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ამ დღისათვის მოსწავლეებმა არაერთი ინიციატივა მოამზადეს, რომელიც ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათ წინაშე არსებული საჭიროებების გადაჭრას ისახავს მიზნად.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრეს ბიზნესის როლზე საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმეში. მათ დამსწრე აუდიტორიას გააცნეს საკუთარი კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივებს.

ფორუმს ასევე დაესწრო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი.

პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.

კომენტარები