მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

Wizz Air მგზავრის გარდაცვალებისა და რეისის გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

Wizz Air მგზავრის გარდაცვალებისა და რეისის გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-პარიზის და პარიზი-ქუთაისის რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

“გვინდა გამოვხატოთ გულწრფელი მწუხარება გუშინდელი შემთხვევის გამო. ავიაკომპანია ვიზეარისთვის მგზავრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენმა კოლეგებმა ყველაფერი სცადეს მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად, სანამ საქმეში პროფესიონალი ექიმები ჩაერთვებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ასევე გვინდა ბოდიში მოვუხადოთ მგზავრებს, რომელთა მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა. ქუთაისი-პარიზის რეისის განხორციელების დროს მომხდარი ტრაგიკული ინცინდენტის გამო, დაგეგმილი ფრენები ქუთაისი-პარიზი და პარიზი-ქუთაისი გაუქმებულია. გვესმის, თუ რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ისინი და ყველანაირად ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ სხვადასხვა ვარიანტები მოგზაურობისთვის – იქნება ეს Wizz Air-ის ალტერნატიული ფრენები, თანხის სრული დაბრუნება თუ ავიაკომპანიის ანგარიშზე 120%-ის ანაზღაურება.

პარიზის ბოვეს აეროპორტში მყოფი მგზავრებისთვის შეთავაზებულია რამდენიმე ალტერნატივა, რომელიც ითვალისწინებს მათ გადაყვანას პარიზის ორლის აეროპორტში, ფრენას ბუდაპეშტის მიმართულებით, 8 იანვარს კი გამოფრენას ბუდაპეშტიდან ქუთაისის მიმართულებით. მეორე ალტერნატივა გახლავთ მათი გადაყვანა ვარშავის აეროპორტში და ორშაბათის რეისზე განთავსება. რამდენიმე მგზავრმა უკვე მიიღო ბილეთის დაბრუნებისა და თანხის გამოყენების გადაწყვეტილება, ხოლო ნაწილმა უკვე გადაცვალა ბილეთები მომდევნო კვირის რეისზე.

საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ხელახლა დაჯავშნილი ფრენით მომხმარებლები მომდევნო დღეს სარგებლობენ, უზრუნველყოფილი არიან სასტუმროში განთავსებითა და სახმელეთო ტრანსპორტირებით სასტუმრომდე/სასტუმროდან, ან მათ მიერ გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს ავიაკომპანია შესაბამის გონივრულ ბიუჯეტში”, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

კომენტარები