ძლიერმა წვიმამ იმერეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.
რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში დატბორილია ქუჩები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები.
ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა საავტომობილო გზები.
ყველაზე რთული ვითარებაა ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ამ ეტაპზე გზა გაწმენდილია.
იმერეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ხელისუფლებას დახმარებისკენ მოუწოდებს.