წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 29 წლის დემურ სალუქვაძე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა.

"მთელ სოფელს რომ უყვარდა ისეთი ადამიანი წავიდა. არაჩვეულებრივი მეზობელი და მეგობარი იყო. ამავე დროს კარგი მამა, მეუღლე და შვილი. მთელი სოფელი ტირის", - ამბობენ პატრიკეტში.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.