ქუთაისელ ელენიკოს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

ელენიკოს სასწრაფოდ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად უმნიშვნელოვანესია და პროცედურა დროულად უნდა ჩატარდეს.

საჭირო თანხა: 75,000$

"ელენიკო ჩემი პრინცესა, ჩემი გმირი! რასაც ელენე უმკლავდება მთელი ეს დრო უხმოდ, უთქმელად ალბათ დიდებსაც გაუჭირდებოდათ. ბავშვი, რომელიც სულ რომ ხორცი მოაჭამონ ექიმს, ექთანს ხელს არ შეუშლის, არც კი გაირყევა ისე თავისით ყლაპავს ცრემლებს. მერამდენედ ატკინეს, აწვალეს და ყოველ ჯერზე ისევ მორჩილად იკეთებს ყველა საჭირო პროცედურას, იმ იმედით რომ მალე დასრულდება ეს ყველაფერი და თავის და-ძმას დაუბრუნდება ქუთაისში. ამ ოცნებისთვის ყველაფერს აკეთებს!  უფალმა შეისმინოს ელენეს სურვილი-ლოცვა!

მხოლოდ ხალხის იმედით, ერთმანეთის გატანით და უფლის ნებით შევძლებთ ამ თანხის შეგროვებას და ელენიკოს გამოჯანმრთელებას. ყოველი ლარი, ყოველი გაზიარება ერთი ნაბიჯით გვაახლოებს მიზანთან! გთხოვთ, ნუ გაივლით გვერდზე".

საბანკო რეკვიზიტები: 

საქართველოს ბანკი (Bank of Georgia): GE14BG0000000746006800

თიბისი ბანკი (TBC Bank):GE57TB7991045064300098

პირადი ნომერი: 60002012421

მიმღები (დედა): ინეზა ხმალაძე