სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 38 წლის გიორგი ოჩხიკიძე კლინიკაში გარდაიცვალა.
23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე, ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, დაშავებული მამა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გიორგი ოჩხიკიძის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო იმერეთს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.