ქუთაისში, სასტუმრო "არგოს" ეზოში ქეთი ბერძენიშვილის ლექსების და ჩანაწერების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. 

ჟურნალისტის და აქტივისტის მეგობრებმა, ქუთაისის საზოგადოების წარმომადგენლებმა ქეთი ბერძენიშვილი გაიხსენეს, მის შემოქმედებაზე და ბევრ მნიშვნელოვან საქმეზე ისაუბრეს.

ღონისძიება "ქალთა კლუბის" ორგანიზებით ჩატარდა.

ქეთი ბერძენიშვილი მრავალი პროექტისა და საპროტესტო აქციის ავტორი და ლიდერი იყო.

მის სახელს უკავშირდება სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” .