ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ახალგაზრდებმა ავტომობილების გახსნა და ქურდობა სცადეს.
თვითმხილველის თქმით, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ აკვირდებოდნენ, იარაღი დაუმიზნეს.
"ძარცვა ქუთაისში - ავტოქარხანა, ცოტნე დადიანის ქუჩა,
მთელი ღამის განმავლობაში ძაღლები არ გაჩერებულან. რამდენიმე ახალგაზრდა რამდენიმე მანქანის გახსნას ცდილობდა წინა მხარეს. ზუსტად არ ვიცით, გახსნეს თუ არა, რადგან მანქანებიდან სიგნალიზაციის ხმა ისმოდა. შემდეგ უკანა მხარეს გადმოინაცვლეს. ვეძახდით, მაგრამ რეაგირება არ ჰქონდათ. გადაღება ვერ მოვასწარით. რომ ვაკვირდებოდით, გაბრაზდნენ, ფანჯარასთან მოირბინეს და ფანჯრის მიმართულებით იარაღი დაგვიმიზნეს. გავიდნენ სხვა ბინებისკენ.
თუ ვინმე ამოიცნობთ, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება.
მშობლებსაც მივმართავ იცოდეთ, სად დადიან თქვენი შვილები დილის 4 საათზე", - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე და ვიდეოს ავრცელებს.