სამტრედიაში, აღმაშენებლის გამზირზე, ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა. "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, დაშავებულია მამა-შვილი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო იმერეთს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.