იმერეთში, ერთ-ერთ სოფელში უბედურ შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს, კედლის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.