საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ნოდარ ლომინაძე კარიერას პორტუგალიური "ეშტორილიდან" ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.

24 წლის ფეხბურთელი ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტს 2+1 სისტემით გააფორმებს მას შემდეგ, რაც ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ეს "ტორპედოს" პირველი ტრანსფერია ევროტურნირების შემდეგ.