ვცხოვრობ წყალტუბოს რაიონის სოფელი გუმათში, ორსართულიან სახლში, მეწყრულ ზონაში, სახლი იმეწყრება და მენგრევა. გამოუყენებელია საცხოვრებლად. მივმართე მერიას რამდენჯერმე, 14 წელია, დავდივარ, განცხადებას ვწერ და არ მაქცევენ ყურადღებას, - ამის შესახებ წყალტუბოს რაიონის სოფელი გუმათის მცხოვრებმა ნოდარ მელქაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი მოთხოვნაა, რომ საქმე მერიამ დროულად განიხილოს და შესაბამისი დახმარება გაუწიოს.

"მე ვარ ნოდარ მელქაძე წყალტუბოს რაიონის სოფელი გუმათის მცხოვრები. ვცხოვრობ ორსართულიან სახლში, მეწყრულ ზონაში, სახლი იმეწყრება და მენგრევა. გამოუყენებელია საცხოვრებლად. შიგნით ვცხოვრობთ ოთხი სული.

დღეს ძალიან ცუდად მდგომარეობაშია სახლი, ნგრევაშია, მიწა მიცოცავს და მიდის სახლი. მივმართე მერიას რამდენჯერმე, 14 წელია, დავდივარ, განცხადებას ვწერ და არ მაქცევენ ყურადღებას.

წყალტუბოს მერია მეუბნება, დაელოდეთ, გადაწყვეტილებას მივიღებთო. ჯერ ქულა არ კმარაო, რა ქულაზეა საუბარი, სახლი დაიშალა და აგურები დამეცა, თავი გატეხილიც მაქვს - ფაქტი მაქვს, სურათიც მაქვს გადაღებული.

დღეს წაიქცევა სახლი, იმ მდგომარეობაშია. ჩემი მოთხოვნაა, რომ განიხილონ ჩემი საქმე დროულად", - განაცხადა ნოდარ მელქაძემ.