"ფორმულას" ტელეწამყვანს ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოცხადდა.
საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო სანაია მოქალაქეებს შალვა პაპუაშვილის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა, თუმცა თავადაც ჩამოთვალა ეს სიტყვები.
პატიმრობას სანაიას მიმართ შსს ითხოვდა.
სასამართლო სხდომას ტელეწამყვანი არ დასწრებია.
"ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ე.წ. სასამართლო სხდომებს გამართავენ, საერთოდ არ მაინტერესებს, წერონ და იკითხონ.მე მაინტერესებს ის, რომ მე დავწერ და წავიკითხავ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია - ეს იქნება ეთერში, ეს იქნება სოციალური ქსელები. სიტყვის თქმას ვერავინ აგვიკრძალავს. ასე რომ, ამ სქრინვა-სქროლვის სააგენტო თუ რაც ჰქვია, შეუძლია, გააგრძელოს თავისი ე.წ. მოღვაწეობა, სასამართლოს განიხილოს სხდომებზე იქ მიტანილი სქრინები, მე ვურჩევდი, რომ ხმამაღლა წაიკითხონ, ასე უფრო საინტერესო იქნება. არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, ჯარიმას დაწერს ე.წ. მოსამართლე, პატიმრობის გადაწყვეტილებას გამოცხადებინებენ თუ როგორც იქნება", - აცხადებს ვახო სანაია.