“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ლაშა კუჭუხიძე დაინიშნა.

ის 2022 წლიდან ამ დრომდე წყალტუბოს პოლიციის უფროსი იყო, მანამდე კი ქუთაისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, პოლიციის უფროსები შეიცვალა ასევე იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.

2025 წლის 28 ივნისიდან ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს რევაზ მამასახლისი ხელმძღვანელობდა.