ქუთაისში არჩევნები ამომრჩევლების ნების კონტროლით მიმდინარეობს.

უბნებზე მობილიზებული არიან ე.წ სიებიანი ქალები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მისული ადამიანებს აკონტროლებენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არჩევნები ქუთაისში რიგი დარღვევებით მიმდინარეობს. 

ქუთაისში ჯამში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან ერთი, სპეცუბანი ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაშია.

ქუთაისის მსგავსად ამომრჩევლების ნების კონტროლზე საუბრობენ იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში.