ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურების უმოქმედობა განსაკუთრებით ნალექიან ამინდში იგრძნობა.
დაზიანებული სანიაღვრე სისტემების ე.წ. ჟოლოფების გამო, წვიმის წყალი კედლებს ასველებს. შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ობდება, შავდება და სტრუქტურულად ზიანდება.
მსგავსი სურათია თითქმის მთელ ქუჩაზე.