ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 70 წლამდე პედაგოგი დააკავეს.
შემთხვევა ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.