ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ღვერკისა და ხემაღალის მეწყერით დაზარალებული მოსახლეობის სარჩელის განხილვა 16 დეკემბერს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება.
დაზარალებულები მთავრობის 2026 წლის 16 იანვრის #84 განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის თანახმად, მათ ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭათ და საკომპენსაციო თანხად 30-დან 50 ათას ლარამდე განესაზღვრათ.
ადგილობრივების თქმით, ისინი თავს ეკომიგრანტებად არ მიიჩნევენ და მეწყერის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რკინიგზის მშენებლობისას არასწორად წარმოებულ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს უკავშირებენ.
მათივე ინფორმაციით, ერთი თვეა, რაც ღვერკში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც გეოლოგებმა უსაფრთხოდ მიიჩნიეს, სახლებს ბზარები გაუჩნდა.
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერი 2025 წლის მაისიდან გააქტიურდა. ამჟამად ეს მეწყერი 68 ჰა ფართობს მოიცავს. გეოლოგების შეფასებით, ეს მეწყერი არის „ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“.