იმერეთში ორი წლის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სტიქაროსნის თემო ხადურის საქმეზე სამი ყოფილი პოლიციელი დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია "ინფო იმერეთს" თემო ხადურის დედამ ნინო გვიშიანმა და ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ დაუდასტურეს.
ოჯახის წევრები იმ პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ, რომლებიც დევნის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ამ მოთხოვნით ისინი პროკურატურასთან აქციებს მართავდნენ.
"ჩემი მოთხოვნაა, რომ კახაბერ ნებიერიძე, ლაშა ლაბუჩიძე, ჩარჩხალია, ლიკლიკაძე და აბჟანდაძე პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები. ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ. სადიზმია ეს, მკვლელობა კი არა. ზუსტად იცოდნენ, კვალი როგორ გაქრებოდა, ამიტომ ჩააყუდეს ნაცემი სახით წყალში", - განაცხადა თემო ხადურის დედამ ნინო გვიშიანმა ერთ-ერთ აქციაზე.
23 წლის თემო ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა. ცხედარი 28 აგვისტოს მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.