როგორ ცხოვრობს ხალხი ქუთაისში? - ამ კითხვით ქალაქში რიგით გამვლელებს "ინფო იმერეთმა" მიმართა.

ადგილობრივების თქმით, ქუთაისში სიძვირეა, გაჭირვებაა ხალხში და ამის მიზეზი უმუშევრობაა.

"კარგად რომ იყოს, ალბათ, ხალხის გადინება არ იქნებოდა. ქუთაისს რუსთავმაც გაასწრო, ბათუმმაც. ჯერ საერთოდ, რესპუბლიკაში არ არის კარგი ვითარება და მით უმეტეს ქუთაისში. ქუთაისი გახდა ჩიხი. ადრე ადამიანებს უხაროდა სტუმარი, ახლა სტუმარს გაურბიან. ეს არის ცხოვრება?!", - განაცხადა ქუთაისის მცხოვრებმა.

"დაქცეულია ქუთაისი, არაფერი ქუთაისში არ არსებობს, არც სამსახურები, არაფერი. ყველაფერი ძვირდება ყოველდღე. ხალხისთვის მართლა არაფერი არაა. არ არსებობს ოჯახი, ვისაც ვინმე წასული არ ჰყავდეს. უჭირს ხალხს. ცენტრში ვცხოვრობ მე, თამარ მეფის უბანია და ოჯახი არ არსებობს, ახალგაზრდა არ იყოს წასული საზღვარგარეთ. ახალგაზრდა გოგოები უქმროდ არიან სახლში, ესაა საქმე?!", - აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი.