ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინ ღამით ავანგარდის დასახლებაში მოხდა.

"ინფო იმერეთს" თვითმხილველები უყვებიან, რომ გზაზე მოძრავ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.