თანამედროვე ცხოვრების რიტმი, ხანგრძლივი მჯდომარე მუშაობა და მცირე ფიზიკური აქტივობა უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზურგის ტკივილი, დაღლილობა და ტანდეგობის დარღვევა დღეს ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა.

ქუთაისში უკვე არსებობს სივრცე, სადაც პროფესიონალები ზრუნავენ თქვენს კომფორტსა და ჯანმრთელობაზე - ეს არის სარეაბილიტაციო ცენტრი „ვერტებრა“.

ჯანმრთელობა და განტვირთვა ერთ სივრცეში

ცენტრი აერთიანებს სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროცედურების სრულ სპექტრს, რაც ორიენტირებულია როგორც არსებული პრობლემების ეფექტურ მკურნალობაზე, ისე სრულყოფილ რელაქსაციაზე.

სამკურნალო მასაჟი და კორექცია: პროფესიული მიდგომა სქოლიოზის (I და II ხარისხი) და ბრტყელტერფიანობის ეფექტური მკურნალობისთვის.

სარელაქსაციო და მოვლის მასაჟები: კლასიკური, ტაილანდური, შვედური, ანტიცელულიტური, სახისა და ჩვილების სპეციალური მასაჟი პატარების ჯანმრთელობისთვის.

თანამედროვე აპარატურული თერაპია: ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის:

- ელექტროფორეზი და კვანტური ლაზერი

- მაგნიტო და ვაკუუმ-თერაპია

- შოკოთერაპია და დარსონვალი

- აქვათერაპია და კინეზიოთერაპია

თუ გაწუხებთ ზურგის ქრონიკული ტკივილი, ტანდეგობის დარღვევა, ან უბრალოდ გსურთ დღის დაძაბულობის მოხსნა და განტვირთვა, „ვერტებრას“ გამოცდილი გუნდი ინდივიდუალურ მიდგომას გთავაზობთ. ენდეთ პროფესიონალებს, დაიბრუნეთ მოძრაობის თავისუფლება და იგრძენით თავი მსუბუქად ყოველდღე!

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ქუთაისი, აღმაშენებლის გამზირი, №21 სკოლის წინ (ბესიკის ქ. 21)

ტელეფონი: 598 71 72 72