ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა.
ჟურნალისტის საფლავზე დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები შეიკრიბებიან.
ქეთი ბერძენიშვილი მძიმე ავადმყოფობას რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა.
საქართველოში მკურნალობის შემდეგ ჟურნალისტი თურქეთი გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.