ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კომერციული ობიექტების წარმომადგენლები, მათ ქუჩაზე ელექტროენერგიის ხშირ გათიშვას აპროტესტებენ.
კერძო საკუთრების წარმომადგენლებმა "ინფო იმერეთს" მიმართეს და განუცხადეს, რომ შუქის წასვლა მათ საქმიანობას ხელს უშლის.
"სალონი გვაქვს, კვირა არ გავა, რომ რამდენჯერმე შუქი არ წავიდეს. ვკარგავთ მომხმარებელს და ვკარგავთ შემოსავალს, გთხოვთ გააჟღერეთ ჩვენი პრობლემა", - აცხადებენ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კერძო ოფისების წარმომადგენლები.