23 წლის სტიქაროსნის თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი ყოფილი პოლიციელის დაკავებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
თერჯოლისა და ტყიბულის პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს ცრუ ჩვენების მიცემას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, დაკავებულები არიან - კახა ნებიერიძე, თერჯოლის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლაშა ლაბუჩიძე - ტყიბულის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, მალხაზ აბჟანდაძე - თერჯოლის პოლიციის თანამშრომელი, დეტექტივი.
"სამ ადამიანზეა საუბარი - კახა ნებიერიძეზე, რომელიც იყო თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე, ასევე ლაშა ლაბუჩიძეზე, რომელიც იყო ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილე და ასევე მალხაზ აბჟანდაძე, რომელიც მუშაობდა თერჯოლის პოლიციაში დეტექტივის პოზიციაზე.
ძალიან რთულდებოდა თითოეული მტკიცებულებები მოპოვება, რომ დავრწმუნებულიყავით იყო თუ არა ამ პოლიციელების ჩვენება რეალური და ჩატარდა უამრავი საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხა ასობით ადამიანი და საბოლოოდ დადგინდა, რომ ეს პოლიციელები ცრუობდნენ, დადასტურდა დევნის ოპერაცია.
ნოდარ მელაძემ, ასევე მისმა გუნდა ძალიან დიდი როლი შეასრულა თემური ხადურის საქმესთან დაკავშირებით და მადლიერების მეტი არაფერი არ გვეთქმის", - ამბობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.
23 წლის თემო ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა. ცხედარი 28 აგვისტოს მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.