ქუთაისელი ტაქსის მძღოლები ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე საუბრობენ.
მძღოლების თქმით, ქუთაისის თითქმის ყველა ქუჩაზე ორმოებია, რის გამოც გადაადგილებისას მათ პრობლემები ექნებათ.
მძღოლების თქმით, ქალაქში არსებული ორმოების უმრავლესობა მათ უკვე დაიმახსოვრეს, რის გამოც ცდილობენ ტერიტორიაზე ფრთხილად იმოძრაონ, რაც ასევე ქალაქში საცობს ქმნის.
"სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოვსპეთ მანქანა. დაჩეხილი და გაუბედურებულია გზები. ნეტა თვითონ არ მოძრაობენ ამ გზებზე?! ასე მგონი 1990-იან წლებშიც არ ყოფილა ქუთაისის ქუჩები", - ამბობენ ტაქსის მძღოლები და "ინფო იმერეთს" პრობლემის გაშუქებას სთხოვენ.