ქუთაისის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ყინულის ჰოკეიში — „Ice Hockey Batumi Cup 2025“.
ტურნირი 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ბათუმის სპორტული ცენტრის „ყინულის არენაზე“ მიმდინარეობდა და მასში საქართველოს, თურქეთისა და სომხეთის ექვსი გუნდი მონაწილეობა.
ფინალური მატჩების შემდეგ, ქუთაისელებმა ტურნირის მთავარი ჯილდო მოიპოვეს და ჩემპიონთა ტიტული დამსახურებულად დაისაკუთრეს.
ტურნირის შედეგები:
🥇 I ადგილი – ქუთაისი 🇬🇪
🥈 II ადგილი – ბათუმი 🇬🇪**
🥉 III ადგილი – ერზრუმი 🇹🇷**
გარდა გუნდური წარმატებისა, ქუთაისის გუნდის ერთ-ერთმა მოთამაშემ ფესტივალის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მოიპოვა.
სპეციალური პრიზები ასევე გადაეცათ ერზრუმის გუნდის მეკარეს, როგორც საუკეთესო მეკარეს, ხოლო ბათუმის წარმომადგენელი ფესტივალის ბომბარდირად დასახელდა.