იმერეთში ყოველი მეხუთე ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს.

რეგიონში 433 314 ადამიანი ცხოვრობს, საარსებო შემწეობის მიმღები კი 84 835 პირი, შესაბამისად, 20%; საქართველოს ზოგადი სურათით კი შემწეობას ჯამში 708 245 ადამიანი იღებს, აქედან 461 796 პირი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 246 449 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.

რეგიონებს შორის ყველაზე დრამატული სურათი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, სადაც მოსახლეობა 25 720 კაცს შეადგენს, აქედან საარსებო შემწეობის მიმღებია 13 231 პირი, ანუ 51%;