წვიმამ ქუთაისში პრობლემები შექმნა.

ნალექის შედეგად დატბორილია ქუჩები, ტროტუარები და საავტომობილო გზები, შედეგად გადაადგილება უჭირთ როგორც ავტომობილებს, ისე ქვეითებს.

ძლიერი წვიმაა იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ძლიერი წვიმის შედეგად ზესტაფონის რაიონის სოფლებიც დაიტბორა.

როგორც სოფელ მეორე სვირის მცხოვრები სოციალურ ქსელში წერს, არსებული სისტემა ამ რაოდენობის წყალს ვერ ატარებს, რის გამო ქუჩებში ნიაღვარი დგას და წყალი ადგილ-ადგილ მილებიდანაც ასხამს.

სინოპტიკოსების პროგნოზით დროგამოშვებით ნალექი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.