ქუთაისში, პუშკინის 10-ში, საინტერესო გემოების მოყვარულებისთვის ახალი სივრცე -" Kings Space • მეფეების სივრცე გაიხსნა".
ადგილი, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულოს გემოები თანამედროვე იდეებს ერწყმის და თითოეული კერძი განსხვავებულ კულინარიულ გამოცდილებას ქმნის.
Kings Space-ის მენიუში განსაკუთრებული ადგილი საფირმო პიცებს და გამორჩეულ ქართულ კერძებს უჭირავს. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ საფირმო პიცა მეგრული და იმერული კუპატით, ასევე პიცა „4 სეზონი“, რომელიც მომხმარებელს ერთდროულად რამდენი ნაირსახეობის არჩევის საშუალებას აძლევს.
განსაკუთრებული კერძია ალი და ნინო - აჭარული ხაჭაპური ლობიანისა და ხაჭაპურის საინტერესო კომბინაციით, რომელიც ორივე კერძისთვის დამახასიათებელ გემოს აერთიანებს. მენიუში ასევე დაგხვდებათ აჭარული ხაჭაპური მწყერის კვერცხითა და შებოლილი ყველით, რომელიც ტრადიციულ რეცეპტს განსხვავებულ და თანამედროვე ელფერს სძენს.
Kings Space - მეფეების სივრცე მათთვისაა, ვისაც ნაცნობი გემოები უყვარს, თუმცა თითოეულ კერძში რაღაც ახალი და განსაკუთრებულის აღმოჩენაც სურს.