ქუთაისში მცხოვრებლები საჯარო სკოლებში არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე საუბრობენ.

ადგილობრივების თქმით, სკოლების უმრავლესობა მოუწესრიგებელია.

"საკლასო ოთახი, დერეფნები, შენობის გარე ფასადი თითქმის ყველგან მოუწესრიგებელია, დაახლოებით 15-მდე სკოლაა, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ არის რეაბილიტირებული. დანარჩენი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია", - ამბობენ ადგილობრივები, რომლებიც "ინფო იმერეთს" თემის გაშუქებას სთხოვენ.