იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულთა ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებას წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდა, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებს და ფოტოსურათებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი", „მეთადონი“, „ალფა პვპ“, "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.