საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბრენდირებულ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 3-დან 16 თეთრამდეა გაზრდილი.

"ნავთობიმპორტიორთა კავშირში" საწვავის ფასის კიდევ ზრდას პროგნოზირებენ, რადგან მათი შეფასებით, სექტემბერში სასკოლო სეზონის დაწყებისა თუ საშემოდგომო სამუშაოების გამო მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება.

ბრენდირებულმა სადგურებმა საწვავის კორექტირება ივლისში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციისა და საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაძვირების ფონზე დაიწყეს.