სანდრო ბაზაძე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული სატელიტის ტურნირის გამარჯვებულია.

შეჯიბრების ფინალში ქართველმა მოფარიკავემ ამერიკელი ბენ ავრამი 15:9 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ეს ტურნირი ახალ სპორტულ სეზონში პირველი იყო და მასში 102 სპორტსმენი მონაწილეობდა.