12 ნოემბერს “ქუთაისი 2010” მესამე საშინაო მატჩს ბერძნული “პერისტერის” წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრას 19:00 საათზე თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.
ქუთაისელებმა უკვე ჩაატარეს ერთი შეხვედრა ბერძნებთან, რომელშიც 35-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. ახლა კი, გუნდი საპასუხო მატჩში მოგებას შეეცდება.
დღეის მდგომარეობით ქუთაისელები FIBA Europe cup-ის E ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან. მათ ოთხი შეხვედრა ჩაატარეს, რომლიდანაც სამში დამარცხდნენ და ერთში გამარჯვება მოიპოვეს.