საქართველოს ჩემპიონმა კალათბურთში, "ქუთაისი 2010"-მა ფიბა-ევროპის თასზე ბოლო მატჩი გამართა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ბილბაოს ესტუმრა და ამავე სახელწოდების გუნდთან 54:117 დამარცხდა.

ბილბაოელებს იაროვსკი (21 ქულა) და ბაკაიოგო (20) გაუძღვნენ, „ქუთაისში“ კი ყველაზე მეტი, 14 ქულა ბრაუნინგს ჰქონდა.

ამგვარად, ქუთაისის გუნდმა ფიბა-ევროპის თასზე წლევანდელი გამოსვლა ერთი მოგებით და 5 წაგებით მეოთხე ადგილზე დაასრულა.