საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის – „დიდი 10“-ის XII ტურის შეხვედრაში ქუთაისის „აიამ“ „აია არენაზე“ თბილისის „ლელოს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 36:15.
ქუთაისელებმა მეტოქეს 5 ლელო დაუდეს, ხოლო „ლელომ“ მხოლოდ 2 შეძლო.
„აიამ“ მატჩში ბონუს ქულაც აიღო.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „აიას“ ახალგაზრდა ფულბეკი საბა შარვაშიძე გახდა.
ამ გამარჯვების შემდეგ „აიამ“ 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში თანაქალაქელ „არესთან“ ერთად მე-2–მე-3 ადგილებს იყოფს.
"დიდი 10“ 2026 წლის 13 თებერვალს განახლდება.