უკრაინაში დაღუპული მამუკა კეკელიას ცხედარს ტყიბულში დღეს ჩამოასვენებენ.

მამუკა კეკელია უკრაინაში, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. 

ის უკრაინაში 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა. იმავე წელს ერთ-ერთი ბრძოლისას დაიჭრა,  რეაბილიტაციის კურსი საფრანგეთში გაიარა, თუმცა, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, კვლავ უკრაინაში დაბრუნდა.

54 წლის მამუკა კეკელია 2024 წლის 26 ოქტომბერს დონეცკის ოლქის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. დღეს, 18:00 საათზე მას თბილისში ჩამოასვენებენ, 23:00 საათზე კი მშობლიურ ტყიბულში გადაასვენებენ.

მამუკა კეკელიას სამშაბათს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.