საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2025 წლის სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მამაკაცთა და ქალთა შორის სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინეს.

მამაკაცთა შორის საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი, ნორვეგიელი ბიორნ იონსენი დასახელდა, ხოლო ქალთა შორის – „ნიკე-ლუსოს“ თავდამსხმელი – თეონა ბაქრაძე.

მამაკაცთა შორის სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

სეზონის საუკეთესო მეკარე – გიორგი მაკარიძე („იბერია“)
სეზონის საუკეთესო მცველი – გიორგი ჯგერენაია („იბერია“)
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – გიზი მამაგეიშვილი („იბერია“)
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი – ბიორნ იონსენი („ტორპედო“)
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი – ბიორნ იონსენი („ტორპედო“, 21 გოლი)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – გუგა ნერგაძე („იბერია“)
სეზონის საუკეთესო გოლი – დავით მუჯირი („გაგრა“)

სიმბოლური გუნდი:

მეკარე: მაკარიძე („იბერია“)
მცველები: ვარლეი („ტორპედო“), აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა (სამივე – „იბერია“)
ნახევარმცველები: კონტე, ანდრონიკაშვილი (ორივე – „დილა“), ქარდავა, მამაგეიშვილი (ორივე – „იბერია“)
თავდამსხმელები: ფანცულაია („სამგურალი“), იონსენი („ტორპედო“)

ქალთა შორის სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

სეზონის საუკეთესო მეკარე – თათია გაბუნია („ლანჩხუთი“)
სეზონის საუკეთესო მცველი – სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო“)
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – ნათია დანელია („ნიკე-ლუსო“)
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი – თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო“)
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი – კესო მეტონიძე („რაჭა“, 54 გოლი)
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო“)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – გაგა კირკიტაძე („ნიკე-ლუსო“)