ზესტაფონელი ძიუდოისტი შალვა გურეშიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ ჩემპიონატზე შალვა გურეშიძემ ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ შეხვედრაში გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაური დაამარცხა.
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შერეული ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
დრამატულ ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი ანგარიშით 4:3 დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნინო ლოლაძე (57 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ნინო წიკლაური (70 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ლიზი ქვარცხავა (+70 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ).