ქუთაისში 08:00 საათზე, 77 საარჩევნო უბანი გაიხსნა, აქედან ერთი, სპეცუბანი  ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაშია.

ქალაქში რეგისტრირებულ 152 939 მოქალაქეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა დილიდან აქვს.

მსხვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და ისინი ამბობენ, რომ ეს არა არ არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაციაა.

რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში  400-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, საკუთარ არჩევანს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გააკეთებს.