ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დატბორილია ქალაქის თითქმის ყველა ქუჩა.
წყალია შესული სახლებში. დატბორილია სარდაფები.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
რთული მდგომარეობა ჭომის დასახლებაში, რუას ქუჩაზეა. წყალი მოსახლეობასთან შევიდა.
ადგილობრივები ხელისუფლებას სანიაღვრე არხების გაწმენდისკენ მოუწოდებენ.